მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს თანამდებობის დატოვება შესთავაზა

ოპერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შეუძლებლად მიაჩნია, რომ არსებული მენჯმენტის პირობებში პრობლემა მოგვარდეს და ამიტომ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილსა და დირექტორს, ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობის დატოვება შესთავაზა.

„სამინისტროს არაერთი მცდელობა, რომ ბრალდებები მხარეებს მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, სამწუხაროდ, მე ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს. უფრო მეტიც, ამან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები. სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თაბამდებობა დღის ბოლიმდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო თავის მხრივ მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიერდორანმა ევროკავშირს 3 მილიარდი ვალი შეახსენა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის იარაღის ქარხანაში აფეთქება მოხდა