მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ფორუმი – „კაპიტალის ბაზრის სამართალი” გაიმართა