მიხეილ გიორგაძე თურქეთიდან საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე სტამბოლში რეაბილიტაციის კურსს გადის. გიორგაძე კლინიკიდან 4 იანვარს გაწერეს და საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება.

მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : საშობაო ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც თითოეულს გვაწუხებს
შემდეგი სტატიასაქართველოში “ღორის გრიპის” 158 შემთხვევაა დაფიქსირებული