მიხეილ გიორგაძე – თეატრებში მთავარ გამოწვევად რჩება ალტერნატიული დაფინანსების საკითხი

​კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე თეატრების მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების მოპოვების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაფინანსების სქემა რეფორმირებას საჭიროებს.

“უნდა გვესმოდეს, რომ გარკვეულ რეალობაში ვცხოვრობთ, სამინისტროს და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი არ არის უსასრულო და უსაზღვრო. ვალდებული ვართ ვეძებოთ ალტერნატიული დაფინანსების გზები. მე ვისურვებდი თეატრებმა უფრო მეტი იფიქრონ ამაზე. ყველაზე მთავარ გამოწვევად რჩება ალტერნატიული დაფინანსების საკითხი და ამისთვის ადამიანური რესურსის მომზადება და გამოყენება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

რა მთავარი გამოწვევები არსებობს სახელმწიფო თეატრების წინაშე და როგორი იქნება 2018 წელი ქართული თეატრისთვის
თეატრების დაფინანსების პროექტს სამინისტრო უახლოეს მომავალში წარადგენს. უფრო მეტი დეტალი სწორედ მაშინ გაირკვევა. თუმცა, მინისტრთან საუბრისას ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხების გამოყოფა ამ მიმართულებით არ იგეგმება. 2018 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, წელს კი, პრიორიტეტი სწორედ დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა იქნება. მინისტრს იმედი აქვს, რომ ახალ მოდელზე გადასვლა უმტკივნეულოდ მოხდება და ახლად არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელები ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოძიებას მოახერხებენ.

“ეს საჯარო დაფინანსება გულისხმობს ურთიერთ ანგარიშვალდებულებას, კონტრაქტების დადებას იმისთვის, რომ ეს მოდელი ევროპული პრაქტიკის მიხედვით ყოფილიყო აწყობილი. ტერის სანდლერი გვყვავდა მოწვეული, კვლევა ჩაატარა და რეკომენდაციები გასცა. დეტალების დახვეწის შემდეგ ჩვენ ამ დოკუმენტს გავასაჯაროებთ და ახალ სამხატვრო ხელმძღვანელებთან ვიმსჯელებთ ამაზე”, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – თანამედროვე მსოფლიოში არც ერთი პრეზიდენტი შეწყალების გამო არ გასამართლებულა
შემდეგი სტატიამთავარია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები