მიხეილ გიორგაძე სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში რჩება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მკურნალობას სტამბოლში, ამერიკულ ჰოსპიტალში განაგრძობს. პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ მიხეილ გიორგაძეს კლინიკიდან სავარაუდოდ იანვარში გაწერენ.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ფილტვში სითხე ჩაუდგა, რის გამოც გიორგაძის კლინიკიდან გაწერამ რამდენიმე დღით გადაიწია.

მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

banner
წინა სტატიაში„სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების“ რეზოლუციას პარლამენტი თებერვალში უყრის კენჭს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა