მიხეილ გიორგაძე – სპორტის სამინისტროში აქამდე მომუშავე სპეციალისტები ჩვენ გუნდს შემოუერთდებიან

სპორტის სამინისტროში აქამდე მომუშავე სპეციალისტები შემოუერთდებიან ჩვენ გუნდს,- ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

]გიორგაძის თქმით, „​ქვეყნისთვის ამ ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს, სპორტსა და კულტურას, თანაბარი განვითარების საშუალება ექნება“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეერთება უმტკივნეულოდ ჩაივლის.

„საბოლოო სტრუქტურაზე უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით. მხოლოდ მოადგილეებით არ შემოვიფარგლებით და სპორტის სამინისტროში აქამდე მომუშავე სპეციალისტები შემოუერთდებიან გუნდს.

განვითარების გზა იქნება თანაბარი ორივე სფეროზე. ეს მოხდა ეფექტიანი მართვისთვის და ოპტიმიზაციისთვის.

გაუქმებული სამინისტროების მინისტრები რჩებიან ჩვენს გუნდში, თუმცა რა ფორმით და სად გააგრძელებენ მუშაობას, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

კადრების შემცირებასა და სხვა დეტალებზე ახლა ვერ გიპასუხებთ, არასერიოზული ვიქნები“,- აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიმერიის განახლებულ შემადგენლობაზე ახალი მოწვევის საკრებულო 16 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიაეუთოს სადამკვირვებლო მისია მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას აკეთებს