მიხეილ გიორგაძე : კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც ვარძიაში მოხდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია.

„რა შედეგით დასრულდება კონსერვაციის პროცესი, პირველადი გაწმენდითი სამუშაოები, ამას გვიჩვენებს ახლო მომავალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც პირველი შეფასებით ითქვა, პრაქტიკულად აღდგენადია ფრესკები და შემდეგ დაიწყება უკვე საკონსერვაციო სამუშაოები, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ძალიან მაღალი სპეციალისტები იქნებიან ჩართულები”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, კულტურის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს აქვს შექმნილი ერთობლივი საბჭო, რომელიც მსჯელობს სხვადასხვა ფაქტებზე.

„ერთობლივი საბჭო მსჯელობს, როგორც იმ ფაქტებზე, რომელიც მედიით გავრცელდა სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე თვითნებური ჩარევის ფაქტებზე და ერთ-ერთი გახლდათ უკვე გამოსწორებული. ეს მუდმივი თანამშრომლობის პროცესია. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, სამონასტრო ცხოვრების, იგივე სანთლების ნაწილში. ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. მაქსიმალურად ისეთი სანთლები გამოვიყენოთ, ან ისეთ ადგილას, სადაც მინიმუმამდე იქნება შანსი კედლის მხატვრობის, ფრესკების დაზიანების. ასე რომ, ეს მუშაობა ძალიან აქტიური მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა