მიხეილ გიორგაძე: ხათრით არ ვარ ამ თანამდებობაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე „ხათრით არ არის“.

როგორც მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ძალიან დიდი და საინტერესო პროექტები აქვთ,

„ხათრით არ ვარ ამ თანამდებობაზე. ძალიან დიდი და საინტერესო პროექტები მაქვს. ცრუ თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ უპრეცედენტო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ და ძალიან მინდა ჩავამთავრო ბოლომდე, რომელიც ქვეყნის კულტურულ განვითარებას გამოადგება“, – განაცხადა გიორგაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობაში არიან მინისტრები რომლებიც ხათრით იკავებენ თანამდებობებს.

„ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ, ლანძღავენ და მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი, რომ იცოდეთ და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. წინა ხელისუფლებას რომ მოეგო არჩევნები, დღეს ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა. იმ მოდელით რომ გაგრძელებულიყო მმართველობა, დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა, ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებს – ამაზე შემიძლია, რამდენიც გინდათ ვესაუბრო სპეციალისტებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი : ვინმე მეტყოდა რომ 40 მილიონს ვერ ვიშოვიდით? 40-ს კი არა, ათჯერ მეტს ვშოულობდით