მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე – ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფეხბურთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების პრობლემას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. მედია გიორგაძისგან დაინტერესდა, თუ რა იცის სპორტის მომავალმა მინისტრმა მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებაზე და ზოგადად, რა პოზიცია აქვს მას ჩაწყობილ თამაშებზე.

“ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ზოგადად, საქართველო არის სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პრევენციის ნაწილში, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში“, – განაცხადა გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი – მოსწავლეების ჩანთების შემოწმება ხდება იმის გამო, რომ მათ სკოლაში პიროტექნიკა არ შეიტანონ
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა