მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ ნიკა რაჭველის დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისობის საკითხი დაისვას

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკა რაჭველს ურჩევნია, დაჩაგრულის მანტია მოისხას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრია მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ეროვნული სიმფონიურ ორკესტრს ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად გამოეყო 250000 ლარზე მეტი.

გიორგაძის განმარტებით, უკვე მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა ახალი პროექტის შექმნა.

„2019 -2021 წლებში ორკესტრის შენობისთვის 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ თუ პროექტი არ არსებობს, სამუშაოები ვერ დაიწყება, ვიდრე ეს სამუშაოები დასრულდებოდა, სამინისტრომ დამატებით 150 000 ლარი გამოუყო, რათა კონცერტების გამართვის საშუალება ჰქონოდათ. ფილარმონიასთან დაკავშირებული საკითხი კი სხვა საჯარო უწყებით რეგულირდება და შესაბამისად მე ვერ გაგცემთ პასუხს. ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევრომდე მოითხოვა, რაც სრულიად არაადეკვატურია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკა რაჭველს აწყობს, იყოს დაჩაგრული მანტიის ქვეშ, რათა ისპეკულიროს ყველა დონეზე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მის გარეთაც“, – განაცხადა გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ვითარება არ მოგვარდება, ნიკა რაჭველის დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისობის საკითხი დადგეს.

სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს.

banner
წინა სტატიაში“მდინარაძეს მესიჯი შეეშალა” – რას წერდა დეპუტატი უმრავლესობის წევრებს ეკა ბესელიაზე(+ვიდეო)
შემდეგი სტატია,,საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მკვდარია”-შალვა ნათელაშვილი