მიხეილ გაბრიჩიძე – გიორგი ცინცაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა

საქართვლოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ დღეს პირველ არხზე, გადაცემა „საკალათბურთო მიმოხილვაში“ განაცხადა, რომ გიორგი ცინცაძემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო.

„მე ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ ცინცაძის საკითხი არის სულ სხვა თემა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ცინცაძემ ეს განცხადება გააკეთა ემოციურ ფონზე. რამდენჯერმე გვქონდა თხოვნა გულშემატკივრების მიმართ, რომ ტურნირის მიმდინარეობისას ამ მძიმე პერიოდისას თავი შეეკავებინათ „მეგობრული შეფასებებისგან“. გიორგიმ ისეთი ჯანმრთელობით ითამაშა ტურნირი, რომ მას ფაქტიურად ცალი ფეხი უმოქმედო ჰქონდა. თუმცა, მაქსიმუმი დადო იმისთვის, რომ გუნდს კიდევ ერთი დანაკლისი არ ჰქონდა. გიორგი ალბათ დაწყნარდება, გაანალიზებს ყველაფერს და მე მგონია, რომ მას აქვს ძალა, ენერგია და ოსტატობა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ემსახუროს ნაკრებს“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევრობასკეტის“ დასრულების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზაზა ფაჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშინატო გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვას, მაგრამ უკრაინის საკითხს აუცილებლად გაითვალისწინებს
შემდეგი სტატიაუკრაინის სასაზღვრო სამსახურში მიიჩნევენ, რომ სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინება შესაძლოა სააკაშვილის მომხრეებმა განახორციელეს