მიხეილ დაუშვილი – „ლელოს“ ვუსურვებთ, პარლამენტში ისე მოხვდნენ და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა ისე შეიძინონ, რომ სრულად არ განაცდნენ

„ლელოს“ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ, ადრეც წარმატებას ვუსურვებდით, როდესაც თავს გვესხმოდნენ და ჩვენ ამას არ ვაკეთებდით, მათ ახლაც წარმატებას ვუსურვებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, იყვნენ რაღაც პოლიტიკური ძალები, ვისთანაც მათ პარტიას თანამშრომლობა შეეძლება.

„ვუსურვებთ, რომ პარლამენტში ისე მოხვდნენ და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა ისე შეიძინონ, რომ სრულად არ განაცდნენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენც გვჭირდება, რომ რაღაც პოლიტიკური ძალები იყვნენ, არა „ნაცმოძრაობა“ და არა „ოცნება“, ვისთანაც რაღაც ტიპის თანამშრომლობა შეგვეძლება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე – ამერიკის ელჩი გვესაუბრება ამერიკის პოლიტიკის შესახებ, ჩვენი პარტნიორების პოლიტიკაა, რომ რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიას, ბუნებრივია, ამის გამო ნაწყენები არიან
შემდეგი სტატიაცისკარიშვილი – ვინ დასანქცირდება, ვინ იმოგზაურებს, ვინ ჩავა, ვინ ვერ ჩავა, ეს ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენს გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი