მიხეილ დაუშვილი – ჩვენ არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში არ მივიღებთ მონაწილეობას

მოქალაქეების უფლებაა, რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია, ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი ეს პროცესი, რაც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული, “ქართულმა ოცნებამ” დაიწყვანა ფორმებამდე და თარიღებამდე და არა პოლიტიკურ ნებამდე.

“დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს “ოცნებისგან” პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყის მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც ევროკომისიისგან ველოდებით, მოქალაქეების უფლებაა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანაა ჩვენს პარტნიორენთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღის კანდიდატის სტატუსი. ჩვემ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ”, – განაცხადა დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოზიცია თუ არ გაქვს, ვერავის მოეწონები… ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა – ნიკა მელია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და მისი პარტნიორის „ნაბეღლავის“ მხარდაჭერით სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო