მიხეილ დაუშვილი – „ახალს“ დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა“

ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”], – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.

დაუშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის” 2024-ის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანებასა და კოალიციას არ აპირებენ, მათ შორის, პარტია „ახალთან”.

„ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”]. მელიაზე მეუბნებით, რომ ახალია. მელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო და ერთ-ერთი ძირძველი „ნაცია”. ამიტომ, „ახალს” დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ეს არსებითი არ არის, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა”. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო და უცვლელია, 2024-ის არჩევნების კონტექსტში ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია საარჩევნო მიზნებისთვის უბრალოდ, არ გვექნება. მათ შორის, რა თქმა უნდა გვარამია-მელიასთან”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე – ჩვენ – „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს
შემდეგი სტატიაფანასკერტელ-ციციშვილისა და აგლაძის ქუჩებზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს