მიხეილ ჩხენკელი მშობლებს თხოვნით მიმართავს, აიცრან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თხოვნით მიმართავს მშობლებს, რომ აიცრან.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსისი პრევენციისთვის სკოლაში ყველა რეკმენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიეწევნით იქნება დაცული იმისთვის, რომ სრულად იყოს ჯანსაღი გარემო.

„განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ბავშვების მშობლებზე. იმისათვის, რომ ჩვენს ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში ჯანსაღაი გარემო უნდა იყოს არამხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად ვთხოვ ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან“, – აცახდებს მიხეილ ჩხენკელი.

მინისტრის განმარტებით, მასწავლებელთა აცრის მაჩვენებელი 65%-ს უახლოვდება.

„ამ რიცხვის ნახტომისებური ზრდა მოხდა. ჩვენი სამინისტრო UNICEF-თან ერთად ინტენისურ კამპანიას აგრძელებს იმისათვის, რომ მასწავლებლები, მთლიანად სკოლის პერსონალი იყოს აცრილი. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც იყვნენ არცრილები, იმნისთვის, რათა მათ სახლში იყოს ჯანსაღი გარემო. ასევე, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. ანუ, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს იმას, რომ ურჩევნია ბავშვმა კვლავ დისტანციურად გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ. შესაბამისად, თითოეულ მშობელს აქვს არჩევანი და გვაქვს მაქსიმალურად მოქნილი სისტემა“, – აცხადებს ჩხენკელი. .

მისი თქმით, არსებობს პორტალი, სადაც მშობლები სურვილს აფიქსირებენ იმის თაობაზე, რომ მათ სურთ ბავშვმა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ ფორმატში განაგრძოს, ამას კი შემდეგ შემდეგ სკოლა უზრუნველყოფს. მინისტრის განმარტებით, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებშიც მსგავსი მიდგომაა.

„ჩვენ მათ ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ დაწყებული 4 ოქტომბრიდან უფლება აქვთ სასწავლო პროცესი განახორციელონ დასწრებულ ფორმატში. ისინი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით“, – აცახდებს მიხეილ ჩხენკელი.

წინა სტატიაშიმორიგი თავდასხმა აბაშაში- მედიის წარმომადგენლებს “ოცნების” შტაბის წევრები თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაგვარამია: ამ ქალს არავითარი საზღვარი არ აქვს. ავადაა