მიხეილ ჩხენკელი – მოსწავლეების ჩანთების შემოწმება ხდება იმის გამო, რომ მათ სკოლაში პიროტექნიკა არ შეიტანონ

სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩხენკელი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მოსწავლეების ჩანთებს ამოწმებენ.

“ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა”, – განაცხადა ჩხენკელმა .

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე – ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ