მიხეილ ჩხენკელი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დეზინფექციის ჩატარების

„მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დეზინფექციის ჩატარების. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და გაგრძელდება 16 მარტამდე. შესაბამისად, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში. ეს მოგვცემს საკმარის დროს, რათა სკოლებში ჩატარდეს სრული დეზინფექცია პროფილაქტიკის მიზნით. არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. მჭიდროდ ვთანამშორმლობთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და საქართველოს მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 31 მოქალაქე რჩება
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: ნელ-ნელა ვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება, შემთხვევების 80% მსუბუქად მიდის