მიხეილ ჩხენკელი – ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული

ყველა სკოლაში სრული აღჭურვილობა და მზაობაა, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველგან, სადაც მოსწავლეები შევლენ, რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული

„ყველგან მაქსიმალურად იქნება დაცული რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროდან მოდის. უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ჩვენი სამინისტროსა და კოლეგა სამინიტროების მიერ. ყველა სკოლაში სრული აღჭურვილობა და მზაობაა, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული. ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ და სადაც სასწავლო პროცსი საკლასო ოთახებში განახლდება, არის სრულ მზაობაში ამისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აჭარის რეგიონის გარდა, ყველა სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სკოლის ტერიტორიაზე სპეცმასწავლებლებს შეხვდნენ.

„ყველგან, აჭარის გარდა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილ რესურს ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის. ეს იქნება ერთიერთზე შეხვდერები. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ და ესეც ნებადართულია პირველი ოქტომბრიდან“, – განაცხადა ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – ვირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე მთავრობა მოქმედებდა თანმიმდევრულად და დღესაც, გეგმაზომიერად, აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია