მიხეილ ჩხენკელი : GIPA-ში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია. ეს სულ სხვა პროცესია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა განაცხადი პროგრამაზე აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე დაგვიანებით შეიტანა.

„ნუ ავრევთ ერთმანეთთან უნივერსიტეტების ავტორიზაციასა და პროგრამების აკრედიტაციას. რაც შეეხება GIPA-ს პროგრამას, გასული ჰქონდა აკრედიტაციის ვადა. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა დაგვიანებით შეიტანა განაცხადი პროგრამაზე აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე. ხარისხის გავითარების ეროვნულმა ცენტრმა, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად სწრაფად გაიარა ეს პროცესი და იყო მთელი რიგი შენიშვნები. დღეს არის სწორედ პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს სხდომა და საკითხს იქ განიხილავენ. აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესი არ არის სადამსჯელო პროცესი. აქ ამოსავალი წერტილი არის მაღალი ხარისხი და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ კონკრეტული შენიშვნები, კონკრეტული პრობლემები აღმოიფხვრას, მათ რა საკვირველია, არავითარი წინააღმდეგობა არ ექნებათ, პირიქით, ჩვენი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტებთან, როგორც პროგრამების აკრეიტაციის, ისე ავტორიზაციის კუთხით“, – განაცხადა ჩხენკელმა.

დღესვე, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და მათ საშუალება ექნებათ, მობილობით ისარგებლონ და გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და შპს „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი : უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა