მიხეილ ჩხენკელი – გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას. პანდემიის გამო, წელს გამოცდები უჩვეულო გარემოში ჩატარდა, ამ გამოწვევის მიუხედავად, თქვენ შეძელით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თქვენი ცოდნით სასურველ მიზანს მიაღწიეთ. ჩვენ სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო და გამოცდების მიმდინარეობისას დაცული ყოფილიყო თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, თქვენი ხელშეწყობისთვის, რადგან განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას, წინსვლას, ჯანმრთელობასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“,- აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის მილოცვაში.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას შეეცდება