მიხეილ ბენიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმამ შესაძლოა, ამომრჩევლებში დაბნეულობა გამოიწვიოს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმამ შესაძლოა, ამომრჩევლებში დაბნეულობა გამოიწვიოს – ამის შესახებ  „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

„დღეს არსებული საარჩევნო კოდექსის ჩანაწერით მე-2 ტურზე კანდიდატურის მოხსნა არ შეიძლება. ამ შემთხევაში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებად დარჩებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ამომრჩევლებში დაბნეულობა გამოიწვიოს. უმჯობესია, თუ ამომრჩეველს ექნება საშუალება, ვისაც უნდა, ხმა იმას მისცეს და კარგი იქნებოდა, თუ პარტიის წარმომადგენლები ბრძოლას გააგრძელებდნენ. მაგრამ, ეს მათი გადასაწყვეტია. ფაქტია, რომ ამომრჩევლებს კვლავაც შეეძლებათ, ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მისცენ. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს, მას უფლება ექნება, მერის პოსტი დაიკავოს, თუ ამაზე უარს თავად არ იტყვის“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიგორში ახალგაზრდა მეოთხე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს