მიხეილ ბენიძე : არსებობს რისკები, რომ არჩევნების დღეს იყოს გარკვეული ინციდენტები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადების ფაქტს არასამთავრობოები ეხმაურებიან. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორი ყურადღებას საარჩევნო პროცესის მშვიდობიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ამახვილებს. მიხელ ბენიძე ინციდენტების რისკემზე საუბრობს და ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება არჩევნების დღეს მნიშვნელოვანია.

“იყო ბოლო ვადა 2 ნოემბერი და ბუნებრივია 30 ოქტომბერი ამ ვადებში ჯდება. არსებობს რისკები იმისა, რომ განსაკუთრებით არჩევნების დღეს, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, იყოს გარკვეული ინციდენტები. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ განსაკუთრებულად ყურადღებით იქნებიან სამართალდამცავი სტრუქტურები, განსაკუთრებით იმ რამდენიმე ოლქში, სადაც ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ცესკოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი კენჭისყრა კი 22 ოქტომბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. “ბათუმის მაგნოლიის” საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაგრძელდება
შემდეგი სტატია“ენმ”-ის მხარდამჭერისთვის წინაწარი პატიმრობის შეფარდება სააპელაციოში გაასაჩივრეს