მიხეილ ბატიაშვილი – სკოლებში ბულინგი მიუღებელია, ამას მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ბულინგის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. მინისტრმა ამის შესახებ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ, იმ წუთიდან დავავალეთ შესაბამის სამსახურებს, რომ შეისწავლონ ეს საკითხი და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ზოგადად ვფიქრობთ, რომ ბულინგი მიუღებელია, როგორც სკოლის პედაგოგებისგან, ისე ადმინისტრაციული პერსონალისგან. სამინისტროს მხრიდან ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს სკოლაში არის მიუღებელი და ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს,” – განაცხადა ბატიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში პედაგოგმა გრძელი თმის გამო მოსწავლეს სავარაუდოდ დასცინა.

banner
წინა სტატიაში„მე უფროსი არ მყავს, მე გახლავართ საქართველოს პარლამენტის წევრი”
შემდეგი სტატიამიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტი გაზრდილია 7,4 ათასი ტონით,