მიხეილ ბატიაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტებს შეხვდა

ანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და კურსდამთავრებულებს სამინისტროს ხედვებზე, მათი ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების საქმეში გამოყენების აუცილებლობაზე ესაუბრა.

„უმნიშვნელოვანესია თქვენი თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარების, განათლების რეფორმის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მიმართულებებით, რადგან სწორედ ასე ვუპასუხებთ მომავლის გამოწვევებს. ჩვენ გვექნება კონკრეტული შემოთავაზებები და მოხარული ვიქნები, თუ თქვენი ცოდნის, გამოცდილების, ახალი იდეების გადმოტანა მოხდება სხვადასხვა სფეროში“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

უწყების ცნობით, მინისტრი ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის შექმნასაც მიესალმა და ხაზი გაუსვა მის დიდ როლს სისტემის განვითარებისათვის დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში.

„შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მიხეილ ბატიაშვილი სტიპენდიანტთა არჩევანით, სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და მათ რეალიზებაში ახალგაზრდებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე ესწრებოდნენ“ , – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ავღანეთში მომხადრ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ