მიხეილ ბატიაშვილი და იოჰანეს ჰანი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ
სხვა სტატიები
- იან კელი: გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა
- პესტიციდების და აგროქიმიკატების სავაჭრო ობიექტები ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ბაზარზე შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ
- „საქართველოში ბევრი ტურისტი არ იქნება, იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის”
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ.
ევროკავშირთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში 30 მოსწავლე პროგრამას „ახალი სკოლის“ ბაზაზე გაივლის.
ევროკომისარმა ამავე ტერიტორიაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა, რის შემდეგაც მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
იოჰანეს ჰანი ლისის ტბის მიმდებარედ საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ევროკავშირის სტანდარტების მქონე „ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.