„მიხარია რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში, მთავრობის და პრეზიდენტის მოსაზრებები თანხვედრია“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დადებითად აფასებს პრეზიდენტის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს რეფორმა აუცილებელია კანონით მოხდეს, რომლის სუბიექტი, იუსტიციის საბჭოც უნდა გახდეს.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და მონაწილეობა მიიღონ იმ პროცესში, რასაც სასამართლოს გაჯანსაღება ჰქვია.

„მე ძალიან მიხარია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში პრაქტიკულად თანხვედრია საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა კანონით. გუშინაც მომიწია ამაზე საუბარი მოსამართლეებთან შეხვედრის დროს, რომ მხოლოდ კანონით, რეფორმა არ კმარა და რეფორმის მთავარი სუბიექტი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა იყოს ასევე იუსტიციის საბჭო, რომელიც კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და ჩემის მხრივ მე დავამატებდი, რომ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი სუბიექტი უნდა გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი და მთლიანად საბჭო. იუსტიციის საბჭოს წევრები უნდა გაერთიანდენენ იმ მიზნის გარეშემო, რასაც სასამართლოს გაჯანსაღების პროცესი ჰქვია, სადაც ყველაფერი, როგორც ვიცით, ბოლომდე წესრიგში არ არის და არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ რეფორმის მესამე ტალღას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინდივიდუალური მოსამართლეები გაძლიერდნენ და იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“უცხოეთში ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული ჩვენს ქვეყანას არაფრით წაადგა,”
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს საქართველოში მაღალი ნდობა აქვს