მიხაილო პოდოლიაკი – უკრაინის დამცველებმა აჩვენეს, რომ ისინი ფოლადისგან არიან შექმნილები

უკრაინის დამცველებმა აჩვენეს, რომ ისინი ფოლადისგან არიან შექმნილები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

მან რუსეთს „ფეიკების“ ქვეყანა უწოდა და განმარტა, რამდენად შეესაბამება კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლი აიღეს.

„ბრძოლის 2 თვის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ „მარიუპოლი აიღო“. ჩასწორებით: „აზოვსტალის“ გარდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ „აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5-ია. 22 ვატიკანია ან 3 ნიუ – იორკის ცენტრალური პარკი. აიღო ქალაქი, ნამდვილად? „ფეიკების“ ქვეყანა! უკრაინის დამცველებმა აჩვენეს, რომ ისინი ფოლადისგან არიან შექმნილები“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძე ოპოზიციას – ნუ გაწირავთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას და მათ უმთავრეს ინტერესებს
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას„ – თქვენ წამსვლელები ხართ ქვეყნის ინტერესების საბოლოო დაზიანებაზე, რათა ქვეყანა აირიოს და ამ მღვრიე წყალში იქნებ ხელისუფლება მოიპოვოთ“