“მხოლოდ დიალოგს შეუძლია გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი უნგრეთში სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვხედავთ, როგორ, შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდეთ კარგ დიალოგზე უნგრეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვესმის რა რეალობა საქართველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დისკუსიისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის.
დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა ეს არის შესაძლებლობა განხილული იყოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ასევე ჰუმანიტარული საკითხები. არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე , რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მე ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციო დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მე მესმის ამის მიზეზი. მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გვაქვს ინტერესი ჩვენ პარტნიორებთან გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოჯისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია”,_ ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი TV პირველთან ინტერვიუში.















