მიხაილო პოდოლიაკი – პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის – ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის

პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” გვერდზე წერს.

მისივე თქმით, მოძალადეებს უკრაინის შეიარაღებული ძალები აჩერებს.

„რუსეთი საქართველოსა და უკრაინას თავს დაესხა, მაგრამ ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება „ჩაყლაპა“. მოსკოვი ემუქრება მოლდოვას, მაგრამ თურქეთთან კონფლიქტს თავს არიდებს. პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის. ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის. რა აჩერებს მოძალადეებს? არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ATACMS) და უკრაინის შეიარაღებული ძალები”, – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირის N47-49-ის მიმდებარედ კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო
შემდეგი სტატიაყველამ ვიცით, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე, ბუნებრივია, მათ შორის დაპირისპირება არსებობს, რომელიც დღეს გამომზეურდა – კობახიძე