„არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციო დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მესმის ამის მიზეზი, მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ, და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გვაქვს ინტერესი, პარტნიორებთან გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოგისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია. ჰუმანიტარული მოტივებიდან, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან, შესაძლოა, მოძებნილი იყო შუალედური გამოსავალი, გაიგზავნოს ის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. მისი პატიმრობა არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რუსეთის ფედერაციის პრობლემა, პუტინის პირადი პრობლემა, რომელიც დიდი აგრესიით გამოირჩევა ოპონენტების წინააღმდეგ და ეძებს შესაძლებლობებს, შეუქმნას მათ ცხოვრებისეული სირთულეები. სააკაშვილი სწორედ ამ საკითხს შეეჯახა. საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, დაბრუნდეს უკრაინაში ან გაგზავნონ მესამე ქვეყანაში და საქართველომ ამ პრობლემის გარეშე გააგრძელოს ორმხრივი, მრავალმხრივი ურთიერთობების მშენებლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან“,_ ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი TV პირველთან ინტერვიუში.















