მიხაილ როთი – ორბანმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია – როცა იგი თბილისს ეწვია, უნგრეთის სახელით საუბრობდა

ორბანმა კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია, რაც სირცხვილია – როდესაც იგი თბილისს ეწვია, უნგრეთის სახელით საუბრობდა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ორბანი საქართველოში ვიზიტისას არ საუბრობდა ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით.

„ევროკავშირის ინსტიტუტებმა ნათლად განაცხადეს, რომ როდესაც ორბანი ეწვია თბილისს, იგი საუბრობდა უნგრეთის და უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით. მან კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტობის ფუნქცია, რაც სირცხვილია. წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა გექნება, როდესაც მხოლოდ აზერბაიჯანი, რუსეთი, უნგრეთი და ირანი გილოცავთ თქვენ არჩევნებში გამარჯვებას. სტაბილური, მყარი, ლიბერალური დემოკრატიები. ეს იყო ირონია. ეს დიდი პრობლემაა პოლიტიკოსებისთვის და გერმანელებისთვის განსაკუთრებით“, – განაცხადა როთმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის, უკრაინისა და ესტონეთისთვის ორი გზა არსებობს, „ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციამ ხალხს უთხრა, გეგმას ხაზარაძე გეტყვითო, ხაზარაძემ – ელისაშვილიო, გვარამიამ თენგო გვეტყვითო, „რწყილი და ჭიანჭველას“ იგავ-არაკში ვართ