მიხაილ როთი – დარწმუნებული ვარ საქართველოში დემოკრატია გაიმარჯვებს

თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის საქართველოში ხალხი 50 დღეა დემონსტრაციებს მართავს. ეს რთული ვითარებაა, ვინაიდან ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს, რადგან ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის არა მხოლოდ თავიანთი დივნებიდან იბრძვიან, არამედ გარეთ ქუჩაშიც, სიტყვებითა და ქმედებებით”, – წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ის საკუთარ გვერდზე.

მიხაილ როთი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ მილერი – ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრემიერის, გახარიას მიმართ
შემდეგი სტატია“საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორობის მსურველმა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა” – უილსონი