მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის ყველა დამცველსა და მცხოვრებელზე გაცვალოს

უკრაინა მზად არის, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის ყველა დამცველსა და მცხოვრებზე გაცვალოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. თუმცა, პოდოლიაკს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი ამას დათანხმდება.

„ეს ნამდვილად ერთადერთი შეთავაზებაა, რომელიც შეიძლება მედვედჩუკს თავში მოუვიდეს და რომელზეც უკრაინას შეუძლია, დათანხდეს. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, როგორც სახელმწიფო, ყველა ადამიანი წავიყვანოთ მარიუპოლიდან, რომ ისინი იქ არ დაიღუპნენ. თუმცა, მგონია, რომ რუსეთი ამაზე არ წავა, რადგან მათთვის მარიუპოლი უკრაინის დაუმარცხებლობის სიმბოლო გახდა. რუსები კი დღეს საერთოდ ფსიქიკურად შეშლილები არიან უცნაურ სიმბოლოებზე. და მათთვის ქვეყნის დაუმარცხებლობის სიმბოლოს დანგრევა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთის ხელმძღვანელობას ვინმემ უკარნახოს, რომ ეს შეთავაზება ცუდი არ იქნებოდა ჰუმანისტური მიდგომის თვალსაზრისით.

„თუმცა, საკუთარ თავს ვიჭერ ფიქრზე, რა ჰუმანიტარული მიდგომა, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

უკრაინის უსაფრთხოების რადას დეპუტატი, პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავა. ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის გენერალური პროკურატურა სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

პოდოლიაკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მედვედვჩუკმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართა და შესთავაზა მათ საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლა.

banner
წინა სტატიაშიდავით კეზერაშვილი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის?
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაასრულა საკუთარი ძალების გადაჯგუფება აღმოსავლეთში და მზად არის შეტევის დასაწყებად