25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

მიხაილ ფედოროვი – უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება – რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა YouTube არხ  PRESSING-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყირიმი კუნძული გახდება, ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება.

“ხდება დრონების მეშვეობით ყირიმის იზოლაცია. და უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი კუნძული გახდება. და ამან შესაძლოა ძალიან მოულოდნელი შედეგები მოიტანოს რუსებისთვის. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია,” – განაცხადა ფედოროვმა.

მან აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში უკრაინამ Middle Strike დრონები შეიძინა, რომლებითაც რეგულარულად ახორციელებს აზოვის რეგიონში დარტყმებს, 300%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის განმავლობაში.

“იმას, რაც მაშინ გავაკეთეთ, ახლა მოაქვს შედეგები… ლოგისტიკური ლოკდაუნის შესახებ გამოვაცხადეთ. ეს დამატებითი პირდაპირი საშუალებებია ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც Middle Strike დრონებს იყენებენ. ჩვენ, როდესაც ასობით ათასი Middle Strike დრონის შესყიდვას ვახორციელებთ, პარალელურად საშუალებებს ვაძლევთ ქვედანაყოფებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი სწრაფად გამოყენება და შესყიდვა.

ანუ რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთულია. და ჩვენ შესაძლებლობების ეს ფანჯარა გვაქვს. ლოგისტიკა იჭრება, ყირიმი იზოლირებული ხდება. და ეს აღმოსავლეთზე აისახება. პირდაპირი კორელაცია არსებობს იმას შორის, თუ რამდენად ძლიერ დარტყმებს ვახორციელებთ ლოგისტიკაზე, და იმას შორის, თუ რამდენი საშტურმო ქმედება ხორციელდება პირველ ხაზზე,” – განაცხადა ფედოროვმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში – გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
შემდეგი სტატიასაქართველომ გაეროს 159 რეკომენდაციას მხარი დაუჭირა, ხოლო 148 უარყო — რას ეხება მიღებული და დაბლოკილი დოკუმენტები