მიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოს

კომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ხოდორკოვსკიმ ტელეკმპანია “ევრონიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

“მე უდაოდ დავბრუნდები რუსეთში, თუმცა ახლა ნაკლებად მადარდებს საკითხი, რომელი თანამდებობა დავიკავო, თუ საერთოდ არ დავიკავო თანამდებობა. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური გუნდი, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ აუცილებელი რეფორმების მხარდაჭერას შეძლებს”, – განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

“ჩვენი ამოცანა დღეს იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც შეძლებს გარდამავალ პერიოდში აუცილებელი რეფორმების ჩატარებას პირველი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”, – აღნიშნა მან.

მიხაილ ხოდორკოვსკი გადასახადების გადაუხდელობისა და სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით 2003 წელს დააკავეს. 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ 2013 წლის დეკემბერში ვლადიმერ პუტინმა კომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი შეიწყალა. გათავისუფლებისთანავე მან რუსეთი დატოვა. 2015 წლის დეკემბერში მიხაილ ხოდორკოვსკის რუსეთში ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

banner
წინა სტატიაშიოცწლიანი მონობის ფაქტი აფხაზეთში
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს