მიხაელოვის საავადმყოფოში ცეცხლის ინტენსივობა და დაკვამლიანება გაიზარდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 12 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ადგილზე ცეცხლის ინტენსივობა და დაკვამლიანება გაიზარდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამწვარია შენობის 1000 კვადრატული მეტრი. შენობა  კი სახელმწიფო ბალანსზე იმყოფება.

აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში არავინ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისკანდალური სატელეფონო ზარი ციხიდან და ახალი დეტალები გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში
შემდეგი სტატიაწმ. მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია