მიხაელ შუმახერის ბოლო ინტერვიუ ხუთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა

region
: region დეკემბერი 29, 2018 20:28

მიხაელ შუმახერის ბოლო ინტერვიუ ხუთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლეგენდარული პილოტის ინტერვიუ, რომელიც 2013 წლის 30 ოქტომბერს არის აღებული. ის ხუთი წლის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული. ინტერვიუს მიცემიდან ორი თვის თავზე, 29 დეკემბერს, თხილამურებით სრიალის დროს, შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო.
დღეს, ამ უსიამოვნო ინციდენტიდან ხუთი წლის თავზე, შუმახერის ოჯახმა ლეგენდარული პილოტის ბოლო ინტერვიუს გაცნობის საშუალება მოგვცა…

– რომელი ტიტულია თქვენთვის ყველაზე ემოციური?
– ერთმნიშვნელოვნად, 2000 წელი „ფერარისთან“. 21 წლის განმავლობაში, „ფერარი“ ტიტულის ვერ იგებდა, აქედან ოთხი წელი ჩემზე მოდიოდა. როგორც იქნა, 2000 წელს, სუზუკაზე შესანიშნავი რბოლა ჩავატარე და ჩვენ ჩემპიონატი მოვიგეთ.
– ფორმულა 1-ში კონკურენტთაგან, ვის სცემდით ყველაზე დიდ პატივს?
– ერთმნიშვნელოვნად, მიკა ჰაკინენს. დიადი ორთაბრძოლა, მაგრამ ყოველთვის თბილი ურთიერთობა.
– რამდენად მნიშვნელოვანია ფორმულა 1-ში ფიზიკური ფორმა?
– ფორმულა 1 ძალიან რთულია. ადრე, მუხრუჭებისა და საჭის გამაძლიერებლის გარეშე, კიდევ უფრო რთული იყო. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სპორტის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობაა, მისთვის ბევრი უნდა მოვემზადოთ.
– გყავდათ კერპები ბავშვობაში?
– თვალს ვადევნებდი აირტონ სენას, ვინჩენცო სოსპირის. მაგრამ ნამდვილი კერპი იყო ტონი შუმახერი, რადგან ის დიადი ფეხბურთელი გახლდათ.
– გჯეროდათ, რომ ფორმულა 1-ში რეკორდებს დაამყარებდით, თუ არსებობდა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში?
– რეკორდები – სხვა საქმეა. ეჭვი? ეს საჭიროა, რათა არ იყო ძალიან თვითდაჯერებული. უნდა იყო სკეპტიკური, ეძებო შესაძლებლობა გაუმჯობესებისთვის, წინ ნაბიჯის გადადგმისთვის. ვგრძნობდი, რომ არასაკმარისად კარგი ვიყავი, რომ საჭირო იყო საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელება. შესაძლოა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გავხდი ისეთი, როგორიც ვარ.
– ყოველთვის ამბობდით, რომ წარმატება გუნდური ძალისხმევით მიიღწევა. მაგრამ, ფორმულა 1 ხომ ერთი ადამიანის გამოსვლაა?
– ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში წარმატება – ეს გუნდური მუშაობაა. მარტო მხოლოდ იმას აკეთებ, რაც შეგიძლია. გუნდში შენ უფრო ძლიერი ხარ. ფორმულა 1 – გუნდური სამუშაოა და არა ერთი ადამიანის შოუ.
– თქვენ „ბენეტონი“ და „ფერარი“ ჩემპიონის ტიტულებამდე მიიყვანეთ და „მერსედესს“ დაეხმარეთ ჩემპიონობისკენ გზის გაკვალვაში. შეიძლება ამ პერიოდების შედარება?
– ყველგან ერთნაირი ამოცანები მქონდა. თავიდან, ჩვენ 4-5 წელი ვაშენებდით გუნდს „ბენეტონში“, შემდეგ იგივე ხდებოდა „ფერარიში“. ვცდილობდით იგივე გაგვეკეთებინა „მერსედესში“, ოღონდ უფრო მოკლე დროში. ამ სამ პროექტს ერთი საერთო დეტალი ჰქონდა – როს ბრაუნი. დაფიქრდით ამაზე.
– შედეგების გაუმჯობესებისთვის ყველა მეტოქის შედეგს აანალიზებდით თუ მხოლოდ საუკეთესოების?
– პროგრესისთვის, გაუმჯობესებისთვის, ახალი ნაბიჯების ძიებისთვის უნდა დააკვირდე არა მხოლოდ მანქანას ან საკუთარ თავს, არამედ სხვა მრბოლელებსაც. არა მხოლოდ ლიდერებს – ყველას აქვს რაღაც თავისებურება. მე ყველას ვაკვირდებოდი.
– ნათქვამი გაქვთ, რომ კარტინგი – საუკეთესო ვარჯიშია ყველა კლასისა და სერიის მრბოლელებისთვის. რატომ?
– კარტინგი ავარჯიშებს ბევრ პირად თვისებას. მაგრამ ყველაზე მეტად – გაჩვევთ კონკურენციას, მჭიდრო ბრძოლას.
– შეიძლება მიაღწიო მწვერვალამდე მხოლოდ ნიჭის წყალობით?
– ნიჭი ნებისმიერ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა თვისებების განვითარებაც საჭიროა.

region
: region დეკემბერი 29, 2018 20:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,975
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics