გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტსა და აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას გამოეხმაურა.
გერმანელმა პოლიტიკოსმა ყაველაშვილის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა.
„სირცხვილი! საწყალი საქართველო“, — დაწერა მიხაელ როთმა საკუთარ სოციალურ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში უმაღლესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსაც შეხვდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხამენეის დაკრძალვის პროცესიას მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის, თეირანში ჩავიდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი.















