მიხაელ გალერი: იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა

“დიახ, პარლამენტი ახლა ქმედითია, რადგან ჰყავს საკმარისი წევრები. ამავე დროს, ის სათანადოდ არ ფუნქციონირებს, რადგან ნორმალურ დემოკრატიაში პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია და მმართველი პარტია. დიახ, ეუთო-მ არჩევნები ნამდვილად აღიარა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ეს განცხადება მთავრობამ უკან დასახევად გამოიყენოს და თქვას, რომ შეხედეთ, რა კარგი განცხადება იყო, მით უმეტეს, რომ ეუთო-ს შეფასებაში საუბარი იყო გარკვეულ ხარვეზებზე. ახლა სახეზეა პოლიტიკური კონფრონტაცია და ყველამ უნდა იფიქროს გამოსავლის გზებზე. ამიტომ საჭიროა ახალი იდეები. როგორც ვიცი, იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა. ამ შემთხვევაში, ხდება ადგილობრივი არჩევნების რესტრუქტურიზაცია და რეორიენტაცია პლებისციტად ან კვაზი რეფერენდუმად. ეს ძალიან უცნაური ინიციატივაა და მგონია, რომ ეს იდეა არ უნდა განხორციელდეს. საჭიროა სხვა სახის კომპრომისები, რომელზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მე მუდმივად გამოსავალზე ვარ ორიენტირებული. ამიტომ, ვიტყვი ერთადერთს, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა ეძებოს მიზეზი უკან დასახევად. არც ერთმა მხარე არ უნდა თქვას, რომ უკვე დათმო და ახლა მეორე მხარემ ეს უნდა მიიღოს. არა, დათმობაზე უნდა წავიდეს ყველა. ყველა უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მათ უნდა გაითვალისწინონ საქართველოს ინტერესები, არ უნდა იფიქრონ რომ რომელიმე მათგანს ახლა უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი პოზიცია აქვს. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია სათანადოდ მუშაობს, საბოლოო ჯამში მხარეები ყოველთვის ახერხებენ გადაკვეთის წერტილების პოვნას, რაც ყველასთვის მისაღებია. მოვუწოდებ მხარეებს, იყვნენ ორიენტირებული გამოსავალზე და არ დაეთანხმონ გარე ჩარევას. ვგულისხმობ მმართველი პარტიის მხარეს ბიძინა ივანიშვილს და ოპოზიციის მხარე მიხეილ სააკაშვილს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთაც არ აქვთ ფორმალური ფუნქცია და ამ დროს გადაწყვეტილებას იღებენ. ეს არის ანომალიის ნიშანი. მე მსურს, რომ საქართველო გახდეს ნორმალური დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებას ხალხის მიერ არჩეული და თანამდებობაზე მყოფი პირები იღებენ და არა მათ ზურგს უკან მყოფი ადამიანები. მე მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არც ერთი მხარეს არ ვარ და არც ერთს არ ვუმაგრებ ზურგს. თუმცა, მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ გამოსავალი იპოვონ იმ ადამიანებმა, ვინც არჩეულია ან იკავებს თანამდებობას. ერთადერთი მისაღები გზავნილები ბიძინა ივანიშვილისგან და მიხეილ სააშვილისგან იქნებოდა კონსტრუქციული პოზიცია, რომ მათ მოუწოდონ მხარეებს გამოსავლის პოვნისკენ და არა მოლაპარაკებების ბლოკირებისკენ”,-აცხადებს ევროპარლამენტარი საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: დიდი ალბათობით, მასობრივი ვაქცინაცია ივლისის შემდეგ იქნება
შემდეგი სტატიარუსული კვალი „კურორტ საირმის“ 10-მილიონიან ინვესტიციაში – როგორ „ალაგებს“ თემურ კოხოძე ყველა ხელისუფლებასთან ურთიერთობას