მიხაელ გალერი: ეს ადამიანები არიან ციხეში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ამის დაძლევაა საჭირო

“მე ვხედავ პატიმრებს. მნიშვნელობა არ აქვს ისინი პოლიტიკური ზომების გამო დააკავეს თუ პოლიტიკური ჩარევით. რაში დაგვეხმარება ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური პატიმრის კვალიფიკაციის მინიჭება ან უბრალო პატიმრებად მოხსენიება? ფაქტია, რომ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურად დაინტერესებულ მხარეს და ციხეში არიან. მათთვის სტატუსის მინიჭებით ან ამაზე უარის თქმით, უკვე პოზიციას გამოვხატავთ. ვფიქრობ, საჭიროა მართლმსაჯულების რეფორმა. აუცილებელია მართლმსაჯულების დეპოლიტიზება. როდესაც ოპოზიცია გრძნობს, რომ მათი წევრები ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო არიან, მაშინ ოპოზიცია ამბობს, რომ მათი წევრები პოლიტპატიმრები არიან, მთავრობა ამბობს, რომ საქმე გვაქვს სასმართლოს კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან. ეს მხარეების შეხედულებებია და არავის არაფერს აძლევს. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ციხეში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ამის დაძლევაა საჭირო. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვსურს ერთი ან მეორე მხარის პოზიცია დავიკავოთ. ჩვენ გვსურს, რომ ყველა მხარე დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოიძებნოს გამოსავალი. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, ოპოზიცია მზადაა, დათმობაზე წამოვიდეს, თუ ნიკა მელია უბრალოდ, გათავისუფლდება. მიუხედავად იმისა, აღიარებენ თუ არა მას პოლიტიკური პატიმრად”,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, მიხაელ გალერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკრემლი: საქართველოს ნატო-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: დიდი ალბათობით, მასობრივი ვაქცინაცია ივლისის შემდეგ იქნება