ნიკა მელია გოგაშვილს პასუხობს

მამაჩემი ანზორ მელია ჩაერთო ექიმების სრულიად აპოლიტიკურ აქციაში – გამოთქვა მზადყოფნა ემიგრანტებისთვის დისტანციურად გაეწია კონსულტაცია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ექიმთა შესაბამის სიაში მისმა აღმოჩენამ აღაშფოთა ერთ დროს ღატაკი, სოციალურ შემწეობაზე მყოფი და ახლა უკვე დეკლარირებული მილიონერი, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე და დღესაც ხელისუფლების პარტიული ფუნქციონერი სოსო გოგაშვილი.

ეს აღშფოთება გამოხატა უხამსი გინებითა და 72 წლის ექიმის ტერორისტად გამოცხადებით.

მოკლედ, იოლი მოსათმენი ნამდვილად არაა, როდესაც შენი ოპონენტი საჯაროდ აგინებს შენს მშობელს, აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ ის ექიმია და მზადაა დაეხმაროს ხალხს. რაც მთავარია, აგინებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ იგი მამაჩემია.

ანზორ მელია არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ამდენად გოგაშვილის „ბირჟავიკული“ ისტერია ვერანაირად ვერ იქნება გამოწვეული უშუალოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებით, გოგაშვილი მას აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემია.

ანზორ მელია ზუსტად იმდენი წელია ექიმია და პაციენტებს ემსახურება, რამდენი წლისაცაა ბატონი გოგაშვილი.

რაც თავი მახსოვს, მამაჩემი არც თავს ეკუთვნოდა, არც ჩვენ, შვილებს, პაციენტებს ეკუთვნოდა და ეკუთვნის

იგი არასოდეს არ ჰყოფდა პაციენტებს არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე ნიშნით და მისთვის დღესაც პაციენტია უმთავრესი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის პარტიულ კუთვნილებას.

და მთავარი, მამაჩემი აგერ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც იბრძვის ადამიანებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომელსაც ბატონი გოგაშვილისნაირი „ანტიტერორისტები“ უსპობენ-წერს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის
შემდეგი სტატიაფოთის მერმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა