მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების
შექმნას განაგრძობს. ამჯერად extra.ge-სთან პარტნიორობით, 10 დეკემბერს
ყველა ის მომხმარებელი, რომელიც პირველად ისარგებლებს ნაწილ-ნაწილ
გადახდის მეთოდით, პლატფორმაზე განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე
30%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 150 ლარს) მიიღებს.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ნაწილ-
ნაწილ გადახდის მეთოდით აქამდე არცერთ არხში უსარგებლიათ.
რა არის ნაწილ-ნაწილ გადახდა?
ეს ონლაინ გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას
აძლევს, შეიძინოს სასურველი ნივთი და მისი ღირებულება ზუსტად 4 თანაბარ
ნაწილად დამატებითი ხარჯის გარეშე (ეფექტური 0%) დაფაროს.
როგორ გამოვიყენოთ ნაწილ-ნაწილ გადახდა extra.ge-ზე?
პროცესი მარტივია:
1. დაამატეთ სასურველი ნივთ(ებ)ი კალათაში extra.ge-ზე;
2. ყიდვისას გადახდის მეთოდებში აირჩიეთ „ნაწილ-ნაწილ გადახდა“;
3. გაიარეთ ავტორიზაცია მობილბანკში ან ინტერნეტბანკში;
4. დაასრულეთ პროცესი extra.ge-ს პლატფორმაზე.
ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად
ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

banner
წინა სტატიაშიგანათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
შემდეგი სტატია“ბოლო პერიოდში კვერცხის დანაკლისის მიზეზი ფრინველის გრიპია” – “რადიო თავისუფლება”