მიიღებს თუ არა წალენჯიხის საკრებულო თვითმმართველობის განვითარების რეფორმის მხარდაჭერას? – გიორგი ხარჩილავას წერილი კორნელი სალიას

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა მნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელ სალიას საგანგებო წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ საკრებულომ რეფორმა, რომელიც მერიაში უნდა გატარდეს, სწრაფად დაამტკიცოს.

შეგახსენებთ: ხარჩილავას ინიციატივით, მერიის რეორგანიზაცია იგეგმება. რეფორმის კანონპროექტს საკრებულო რამდენიმე ხანია, განიხილავს, თუმცა დამტკიცება ჭიანურდება. ყველაზე საინტერესო ის არის,დაუჭერენ თუ არა მხარს რეფორმის რეალობად წალენჯიხის საკრებულოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.წალენჯიხა პატარაა და გამოჩნდა,რომ უამრავი ქვედინებები უკავშირდება აქ გაბერილ შტატებს,საბოლოო ჯამში,გაბერილი შტატები ნიშნავს იმას,რომ ფული და კეთილდღეობა აკლდება მოსახლეობას.

შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რეფორმა ბევრს შეიძლება არც აწყობს. არადა, მერიის კადრების ოპტიმიზაცია აუცილებელია და ამას ხარჩილავა ფაქტებით ადასტურებს.

„მერიის აპარატში პროცესები ნელი ტემპით მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში თანამშრომლებზე დაკისრებული ვალდებულება ბუნდოვანია, ან/და მინიმალური. ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს რამდენიმე ადამიანი და არ არის განსაზღვრული თითოეულის უფლება-მოვალეობა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ვერ ხდებოდა განსაზღვრა, თუ რომელი სამსახურის განხილვის სფეროში შედიოდა კონკრეტული შემთხვევები. ასევე არსებითი აცდენაა სამსახურის დებულებებით განსაზღვრულ და პრაქტიკულ უფლებამოსილებებს შორის.

მაგალითისთვის გამოდგება ერთ-ერთი პოზიცია, რომლის პრაქტიკულ ფუნქციას შეადგენდა ონლაინ ტრენინგების მოსმენას და ამაში სახელმწიფო იხდიდა სოლიდურ ანაზღაურებას. ანუ ხალხი ქირაობს და ხელფასს უხდის საჯარო მოხელეს იმისათვის, რომ მან მოისმინოს ტრენინგები და არა – მოემსახუროს იმ საზოგადოებას რომელიც მას ხელფასს უხდის?

მეორე მაგალითია პოზიცია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ჯიბიდან ვიხდიდით ფულს იმისთვის, რომ კვირაში ერთხელ მერიის შენობიდან, გვერდით მდგარ ფოსტის შენობაში გადაეტანოს რამდენიმე წერილი. უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტბრუნვა მის უშუალო მოვალეობებში არ შედიოდა და ამისთვის ცალკე განყოფილებაა შექმნილი.
მესამე მაგალითია კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის 10 კაციანი სამსახურის ბოლო წლების აქტივობები, რომლის პრაქტიკული ფუნქციაც, ძირითადად თაიგულების შეძენით და მილოცვებით შემოიფარგლებოდა, მაგალითად 8 მარტი და სხვა. (ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ მუშა ჯგუფის მიერ შედგენილ დასკვნასა და თანამშრომელთა ვიდეოგამოკითხვაში). ამასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არაეფექტურია; არ აკმაყოფილებს დროის მოთხოვნას. თუ გადავხედავთ მერიის ვებ-გვერდსა და ფბ გვერდს, თვალსაჩინოა მდარე ხარისხის კონტენტი, რომელიც არათუ საუკეთესო სახით წარმოაჩენს მერიას, არამედ ხშირ შემთხვევაში დისკრედიტაციის საბაბიც კი ხდება. ეს არის ფოტო თუ ტექსტი. როგორც ჩანს არ არსებობს მედიის სტრატეგია და პიარის ერთიანი ხედვა. ის ვერ ასახავს ახალი ხელისუფლების განვითარების ტემპს. ხშირ შემთხვევაში კი ნიუსები ან საერთოდ არ, ან მეორე დღეს იდება,“ – წერია ხარჩილავას მიერ საკიასათვის გაგზავნილ წერილში.

საბოლოო ჯამში,ზოგადი დათვლით,საუბარია 10 წელიწადში დაახლოებით 2მილიონ ლარზე.

ამასთან, წერილში ხაზგასმულია, რომ რეფორმის შედეგად მერიისა თუ ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა ფუნქციები ეფექტურად გადანაწილდება და შესაბამისად, კონკრეტული სფეროებიც გაძლიერდება.

ზოგადად, რეფორმა განვითარებისთვის აუცილებელია. აქედან გამომდინარე, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეფორმის პროექტის განხილვას აღარ გააჭიანურებს და წალენჯიხის დემოკრატიულ ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, რომ თვითმმართველობის განვითარების კუთხით ნაბიჯები სწრაფად გადადგას.აქ ისიც გამოჩნდება,რამდენად მზადაა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რეფორმებისთვის და ცვლილებებისთვის.

 

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ – ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ
შემდეგი სტატიათუ საქართველო კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ უარი უნდა თქვას – ხუნდაძე