“მიგვიფურთხებია ყველასთვის, ვისაც კადიროვის გადადგომა უნდა”

"მიგვიფურთხებია ყველასთვის, ვისაც კადიროვის გადადგომა უნდა"ჩეჩნეთის პარლამენტში “უსაქმურები” უწოდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც რეგიონის მეთაურის რამზან კადიროვის გადაყენების შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო – ამაზე ჩეჩნეთის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენელმა უსმან ოზდამიროვმა ისაუბრა რადიო “ლაპარაკობს მოსკოვის” ეთერში.
“მიგვიფურთხებია იმაზე, რასაც ისინი ლაპარაკობენ ჩვენს რესპუბლიკაზე… ჩვენ ჩეჩნეთის აღდგენის პროცესში ვართ… უკეთესია თვითონაც წავიდნენ რუსეთის სიღრმემებში და სახელმწიფოს დაეხმარონ, ნახევარზე მეტი ალკოჰოლიკები არიან. ამით უნდა დაკავდნენ. ჩეჩნეთის რესპუბლიკა კი აყვავების პროცესშია” – განაცხადა ოზდამიროვმა. დეპუტატის თქმით, კადიროვი ყოველთვის ხალხთან არის და ხალხი ამით ბედნიერია.

15 იანვარს ინტელიგენციის კონგრესის საიტზე “მოქალაქეების განცხადება” გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ კადიროვი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ. რეაქცია კადიროვის სიტყვებმა გამოიწვია 12 იანვრს პრესკონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ პუტინის ოპონენტების აღქმა უნდა დაიწყოს როგორც ხალხის მტრების და მათი დასჯა სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადორთმუნდში ორმა აფრიკელმა ორ ტრანსგენდერს ქვები ესროლა