მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა: შსს-მ თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ
გადაყვანისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტები
აღკვეთა,- ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, თურქეთისა და
უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.თ.-ს განზრახული
ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე
ი.ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის
მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, ე.თ.-მ თავისი მართვის ქვეშ
არსებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების
ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა ი.ი., რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ორივე მათგანი იმ
დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას
საკონტროლო გამტარი პუნქტი “ვალეს” გავლით ცდილობდნენ.”

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე
მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “გ”
ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ
გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის
შექმნით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„ფაიზერის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებული პირების ვაქცინაცია ხვალ დაიწყება