მიგრანტების ქარავანმა მექსიკაში პროტესტი გამოიწვია

მექსიკაში, აშშ-ს საზღვართან მდებარე ქალაქ ტიხუანას ასობით მკვიდრი კვირას საპროტესტოდ გამოვიდა – ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ათასობით მიგრანტია ტიხუანაში ჩასული, მათ აშშ-ში გადასვლა სურთ იმის იმედით, რომ იქ ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. მექსიკის ფედერალური მთავრობის ვარაუდით, უახლოეს დღეებში მიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი გახდება – ჯერ კიდევ გზაში არიან ასობით მანქანები, რომლებიც ტიხუანასკენ მოემართებიან.

აშშ-ს სან-დიეგოში ამერიკელი მესაზღვრეები თავშესაფარზე დღეში მხოლოდ 100 განაცხადეს იღებენ, მაგრამ მიგრანტების ახალი ტალღის ქალაქში ჩასვლამდე იქ დაახლოებით 3 ათასი ადამიანი ელოდებოდა რიგს. “ჩვენ ისინი ტიხუანაში არ გვჭირდება” – ყვიროდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. “მთავრობამ წაიყვანოს უკან” – სკანდირებდნენ პროტესტანტები -წერს “ამერიკის ხმა”

banner
წინა სტატიაშისუს-ი თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, თემურ გორგაძის საქმეზე ერთ-ერთ მტკიცებულებას ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: “სახელმწიფო მზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს”