მიგრანტების ქარავანმა აშშ-ს ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა

ჰონდურასელამ თორმეტმა მიგრანტმა, რომლებიც მექსიკის ტერიტორიის გავლით აშშ-ს საზღვრისკენ მიდიან, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. საჩივრის ავტორების თქმით, დონალდ ტრამპის წინადადება საიმიგრაციო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არაკანონიერია – 2 ნოემბერს CNBC ავრცელებს. სამოქალაქო სარჩელში ნათქვამია, რომ “ტრამპი აგრძელებს კანონის დარღვევას, მათ შორის, კონსტიტუციური უფლებების, როცა ცენტრალური ამერიკის მკვიდრებს უფლებას არ აძლევს აშშ-ში თავშესაფარი მიიღონ”.
მიგრანტების ინტერესებს ადვოკატი ჯონ შორმანი იცავს. აშშ-ს კანონმდებლობით, არალეგალ მიგრანტებს უფლება აქვთ საკუთარი ინტერესები სასამართლოში დაიცვან.

banner
წინა სტატიაშიკუბა და რუსეთი “სტრატეგიულ კავშირებს აფართოვებენ”
შემდეგი სტატიააშშ ხაშოგის მკვლელების წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში სანქციებს შემოიღებს