361 მომხრე, 290 წინააღმდეგი – გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრებას ითვალისწინებს.
გერმანული მედიის ცნობით, პაკეტი ითვალისწინებს შეღავათების შემცირებას თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა.
ამასთან, მკაცრდება კანონმდებლობა იარაღის შენახვისა და გამოყენების შესახებ და ასევე ცივი იარაღის ტარების აკრძალვის წესები.
გარდა ამისა, დამატებითი კენჭისყრის დროს დამტკიცდა კანონპროექტი ტერორიზმთან ბრძოლის გაუმჯობესების შესახებ. კერძოდ, კანონი საგამოძიებო ორგანოებს ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს.
ცნობისთვის, ბუნდესტაგის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი გერმანიის პარლამენტის მეორე პალატამ, ბუნდესრატმა უნდა მიიღოს.