მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს ეწვევა

მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი საქართველოს ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს.

ასევე დაგეგმილია დიმიტრის ავრამოპოლუსის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II–სთან.

ვიზიტი 2 აპრილს შედგება.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ დიმიტრის ავრამოპოლუსმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაში“ნოდარ ებანოიძის კითხვაზე თქვენი პასუხი მიუღებელი და უადგილო იყო”- კორძაია ბესელიას მიმართავს
შემდეგი სტატიამამა ანთიმოზი პოლიტიკაში მიდის: „გამარჯვების დიდი იმედი მაქვს“