29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია: ლიბანში 640 000-ზე მეტი დევნილი საკუთარ სახლს დაუბრუნდა

ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის შეტაკებების კლებასთან ერთად, ლიბანში 640 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი საკუთარ სახლს დაუბრუნდა. ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ავრცელებს.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად მასობრივი დაბრუნებისა, კიდევ 500 000-მდე ადამიანი კვლავ დევნილობაში რჩება.

აღნიშნული სტატისტიკა ეყრდნობა მონაცემებს, რომლებსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, 22 ივნისის შემდეგ აგროვებდა.

banner
წინა სტატიაში„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინისა და სტომატოლოგიის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა